პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გამოიტანა. მან კომიტეტის წინაშე შესაბამისი განმარტება გააკეთა, თუ რა ცვლილებაზეა საუბარი და რითაა განპირობებული ამ ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. მისი თქმით, პანდემიის გავრცელების არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების მეთოდზე გადავიდა. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც განათლების სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომობაზე მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლების პლატფორმა აეწყო და ეს პროცესი მეტ-ნაკლებად გაიმართა, გაირკვა, რომ ყველა ოჯახს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ინტერნეტთან წვდომა, ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ტელესკოლის იდეა, რომელიც 30 მარტიდან გადის ეთერში. მეორე არხი გადაკეთდა „პირველი არხი განათლებად“ . თუმცა, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აღმოჩნდა, რომ კანონით არსებული აკრძალვა საგანმანათლებლო და კულტურული გადაცემების ერთობლივად მომზადების შესაძლებლობას არ იძლევა, რამდენადაც დაუშვებელია ასეთი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ განათლების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დათქმაში ჩაიწეროს, რომ შესაძლებელი იყოს მხოლოდ საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელების პროგრამების დაფინანსება. კონკრეტულად, კანონპროექტით „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ იმ ნორმაში, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსებას, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვასა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, ემატება დამატებითი გამონაკლისი და ეს აკრძალვა არ გავრცელდება საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებზე.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსაზრებების გამოთქმისა და კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის