კახა კუჭავა - ვამაყობ გახსნილობის იმ ხარისხით, რაც ამ პარლამენტს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იქნება

მგონია, რომ არ მოუსმინეთ ჩემს დასმულ კითხვას, შეთავაზებას და პასუხებს აკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდოდათ წარმოგედგინათ. პირველ რიგში, არსად მიხსენებია არც კომიტეტის დახურვაზე და მითუმეტეს, გამჭვირვალობის რამენაირად შეზღუდვაზე , - ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, ირინა ფრუიძის გამოსვლას პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს.

კახა კუჭავას განცხადებით, მის გამოსვლაში საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გახდეს უფრო ეფექტიანი პარლამენტის კომიტეტების მუშაობა.

„ზოგი კომიტეტის სხდომა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ 5-6 საათი გრძელდება და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული საგნობრივ განხილვასთან და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია კომიტეტის სხდომის შუალედში შემოვიდეს, დასვას კითხვა და ა.შ. თუ მეტყვით, რომ მოგწონთ ეს, მაშინ ამაზე საერთოდ აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, არის შემოთავაზება, რომ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ცნობილი იყოს სხვადასხვა საკითხზე ფრაქციებიდან გამომსვლელების მსურველები, რაც კომიტეტის მუშაობას უფრო კონსტრუქციულს გახდის.

„არ მიხსენებია და არც კი ვიკადრებ ვახსენო, რომ რომელიმე ადამიანს შეეზღუდოს შემოსვლა ან დაიხუროს გამჭვირვალობა და ტრანსლაცია ან ნებისმიერ სხვა სახის გაშუქება და იგივე მონაწილეობა კომიტეტის სხდომაზე. მაგრამ აქვე ვახსენე, თუ კარგად მოისმენთ, რომ თუ კომიტეტის წევრების გარდა სხვა ვინმეს სურს მონაწილეობა, ვგულისხმობ დეპუტატებს, ამ შემთხვევაში ფრაქციებს, შეუძლიათ თქვან, რომ მათი ფრაქციიდან იქნება 2-3 ადამიანი, ვინც გააკეთებს კონკრეტულ საკითხზე მოხსენებას. ვინაიდან წინასწარ, სამი დღით ადრე კეთდება ყველა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი, ამის გაკეთება შესაძლებელია. ამას გთავაზობთ სამსჯელოდ იმისთვის, რომ უფრო კონსტრუქციული და უფრო შინაარსობრივი იყოს კომიტეტების მუშაობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, პარლამენტში საკომიტეტო მუშაობა უნდა გახდეს გაცილებით უფრო ეფექტიანი და არ დაემსგავსო სასესიო განხილვებს.

„ამიტომ ღიაობა, ვინმეს მონაწილეობის შეზღუდვა, ფინეთთან შედარება, სადაც კომიტეტის სხდომები დახურულია, არ მიხსენებია, არც ვახსენებ და დიახაც, მე ასევე ვამაყობ გახსნილობის იმ ხარისხით, რაც ამ პარლამენტს აქვს და დარწმუნებული ვარ ექნება კიდეც“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავას განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა