გიორგი კახიანი - ახალი რეგლამენტის ნორმები იქნება კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისი

ის, რომ ჩვენ ახალი რეგლამენტის მიხედვით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს არ ვაძლევთ ერთი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას, ეს არის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში. ეს ლოგიკა იყო ჩადებული რეგლამენტში და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით სრულიად შეესაბამება რეგლამენტის პროექტი კონსტიტუციის სულისკვეთებას,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

გიორგი კახიანმა ახალი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და მათი შემოღების ლოგიკასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, ერთი პარტიის წარდგენით არჩეული პარტიის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. კონსტიტუციაში არ არის ის ჩანაწერი, რომელიც ჩვენ რეგლამენტის პროექტში გვაქვს და კერძოდ ის, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს არა აქვთ ასევე უფლება შექმნან ერთი ფრაქცია. ასეთი ჩანაწერი არ არის, მაგრამ კონსტიტუცია სხვადასხვა პარტიის წევრების მიერ ერთი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა, ანუ კონსტიტუციური სულისკვეთება ჩემი აზრით, გულისხმობს იმას, რომ ერთი, არ მოხდეს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არის პარლამენტში, როდესაც ერთი ფრაქცია ხელოვნურად იშლება და ერთი ფრაქციისგან მრავალი ფრაქცია კეთდება და მეორე, ის, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს აქ ჰქონდეთ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება. რატომ ვთვლი ასე?! კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში არის პროპორციული არჩევნები, ანუ 150-ვე პარლამენტის წევრი აირჩევა პროპორციული სიით და როდესაც განისაზღვრა ის, რომ 7 წევრია საჭირო ფრაქციის შესაქმნელად, შემთხვევით არ მოსულა ეს ციფრი, იგულისხმებოდა ის, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ავტომატურად გულისხმობს, რომ ესა თუ ის პარტია, რომელიც 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავდა, წარმოდგენილი იქნებოდა სულ ცოტა 7 პარლამენტის წევრით. სწორედ აქედან განისაზღვრა ის, რომ ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა 7 პარლამენტის წევრის გაერთიანება. იმავდროულად, კონსტიტუციაში არ წერია ის, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს შეეძლოთ ერთი ფრაქციის შექმნა, იმიტომ, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელი იქნებოდა იმ დათქმებიდან გამომდინარე, რაზეც მე ვისაუბრე“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა