ჯანმოს წარმომადგენელი - მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი

მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ, განაცხადა, რითაც მან განმარტება გააკეთა საკუთარ კომენტარზე, რომელმაც საზოგადოების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია.

„ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ასიმპტომურია, ანუ რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის სხვა ადამიანზე გადატანა შეუძლია - რაც ახლა უკეთ უნდა გავიგოთ, არის ის, თუ მოსახლეობის, რა ნაწილს არ აქვს სიმპტომი“, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მისივე განმარტებით, გუშინდელ პრესკონფერენციაზე, სადაც განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება, ის რამდენიმე კვლევას ეყრდნობოდა.

“ეს კვლევების ძალიან მცირე ჯგუფია. ეს საკითხი მეტწილად უცნობია და მის გარშემო ბევრი რამ შეუსწავლელია“, - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მარია ვან კერხოვემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა, რომ „უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება.“

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის