ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი - პირბადეების ტარების ვალდებულება ძალაში დარჩება, ვიდრე კორონავირუსი საბოლოოდ არ დამარცხდება

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 21 ივნისს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც ძალაში დარჩება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული ეფექტური ზომები, ვიდრე ვირუსი საბოლოოდ არ დამარცხდება.

სალვადორ ილლამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა 1.5 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადეების ტარების აუცილებლობას.

„პირბადეების ტარების ვალდებულება ძალაში დარჩება, ვიდრე საბოლოოდ არ დავამარცხებთ ვირუსს. ეს კი მაშინ მოხდება, როცა ქმედითი მკურნალობის გზა ან ეფექტური ვაქცინა გვექნება“, - აღნიშნა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

სამი კვირის წინ ესპანეთმა პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა ყველა საჯარო სივრცეში, სადაც ადეკვატური სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. რეგულაცია 6 წელზე ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს ეხება.

ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა 21 ივნისს მოიხსნება, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა საბოლოოდ დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო