ნათია თურნავა - მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, ადამიანებს და ბიზნესებს გაუჭირდებათ, მზად უნდა ვიყოთ - 2 მილიარდი ლარი დეპოზიტზე გვაქვს გადადებული, რომ მომავალი რისკები დავაზღვიოთ

მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, რაც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ადამიანებს გაუჭირდებათ, ბიზნესებს გაუჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის საკუთარი რესურსით ვერცერთი ქვეყანა ვერ გავა ფონს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამ გლობალური გამოწვევის წინაშე პარტნიორების იმედად არის.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს ასეთი ძლიერი გამოწვევა არ ჰქონია. თუკი ჩვენ ოდესმე დაგვიდგებოდა საგარეო ვალის მყისიერად გაზრდის აუცილებლობა, სწორედ ახლა არის ეს აუცილებლობა იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ამ კრიზისში მთელი მსოფლიოა ჩათრეული და არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწრაფად გაჩნდება ვაქცინა და როგორ შეძლებს კაცობრიობა ამ გამოწვევის გადალახვას. ჩვენ მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, რაც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ადამიანებს გაუჭირდებათ, ბიზნესებს გაუჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის საკუთარი რესურსით ვერცერთი ქვეყანა ვერ გავა ფონს. მით უფრო ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე თავისი პარტნიორების იმედადაა. ამიტომაც დღესდღეობით მორალური უფლება გვაქვს, რომ შეძლებისდაგვარად გავზარდოთ სესხი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 4 მილიარდ 800 მილიონიდან დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დეპოზიტზე გვაქვს გადადებული. ეს იმისთვის, რომ მომავალი რისკები დავაზღვიოთ,“ - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა