ეიფელის კოშკი, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ვიზიტორებისთვის 25 ივნისიდან გაიხსნება

ეიფელის კოშკი სამთვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლებისთვის, 25 ივნისიდან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება. თუმცა, ჯანდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეგულაცია იმოქმედებს.

კონკრეტულად კი, 11 წელს ზემოთ ასაკის ყველა პირს პირბადის ტარება მოეთხოვება. თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იქნება კოშკზე ვიზიტორთა ყოფნა დაშვებული.

კოშკის ადმინისტრაცია მომავალ ვიზიტორებს მოუწოდებს, რომ ბილეთები ონლაინ შეიძინონ, რათა სალაროებთან რიგში დგომა არ მოუწიოთ.

გარდა ამისა კოშკის ზედა დონე ჯერჯერობით დაკეტილი რჩება. ეიფელის კოშკი ასე ხანგრძლივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაკეტილა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ მარტში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა