ნიკოლ ფაშინიანი - ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება.

„არსებობს საგანგებო მდგომარეობის ვადების გაგრძელების ალბათობა და ეს ალბათობა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა, რომელიც 13 ივნისამდე მოქმედებს. 9 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფექცია 13 675 ადამიანს გამოუვლინდა. 4 451 გამოჯანმრთელდა, 217 გარდაიცვალა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 1-ელ ივლისამდე საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა აზერბაიჯანმაც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს