აჭარაში ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა

აჭარაში, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ცნობით, ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟსა და კიბეების მოწყობას გეგმავს.

გარდა ამისა, იგეგმება ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება. ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად ბილიკზე არსებული მდგომარეობა და პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტურისტულ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1-ელ აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

"ზღვის დონიდან 2 236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა. პროექტი სხვა ქვეყნების წარმატებულ მაგალითზე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ინფრასტრუქტურული მოდელის შექმნას ითვალისწინებს. ბილიკის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნება ეკო-ტურიზმისთვის მისაღები სტანდარტები და მოთხოვნები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისადმი ლოკაციის მდგრადობა და უსაფრთხოების ნორმები, კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობები და სხვა ფაქტორები. პროექტის განხორციელების შედეგად ხიხანის ციხე ჩირუხი - ხიხანი- გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ მარშრუტზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მარშრუტის ხანგრძლივობას გაზრდის.

გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულ-სპორტული ღონისძიებების განხორციელება და უფრო მასშტაბური პრეს-ინფო ტურების ორგანიზება" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო