ენტონი ფაუჩი - პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კორონავირუსი ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ღამის კოშმარია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

„კორონავირუსი ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ღამის კოშმარია. ოთხი თვის განმავლობაში მან მთელი მსოფლიო გაანადგურა. მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა და ეს ძალიან, ძალიან მცირე დროში მოხდა,“- განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, ვირუსის ასეთ სწრაფ გავრცელებას არავინ ელოდა.

„ყველასთვის მოულოდნელი იყო ვირუსის გავრცელების სისწრაფე. მან მთელი პლანეტა მოიცვა და ჯერ არ დასრულებულა,“- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, პანდემიამ აშშ-ში 111 700, მთელს მსოფლიოში კი - 409 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი მსოფლიოში 7 მილიონს გადააჭარბა.

იხილეთ ვიდეო:ენტონი ფაუჩი - პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კორონავირუსი ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ღამის კოშმარია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა