ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმას 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ შეიარაღებული წევრების თავდასხმას 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმა სოფელ ფადუმა კოლორამში, ბორნოს შტატში მოხდა. თავდამსხმელები სოფელში ავტომობილებითა და მოტოციკლებით შეიჭრნენ, ათობით ადამიანი დახოცეს და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და აქლემები გაიტაცეს.

ცნობისათვის, „ბოკო ჰარამსა“ და მის განშტოებას - „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციას“ - ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში ათასობით ადამიანი ჰყავთ დახოცილი, მილიონობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო