პერუში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 200 000-ს გადააჭარბა

პერუში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 040 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 203 736-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პერუში კოვიდ 19-ს კიდევ 167 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 5 738-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, პერუმ დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა აშშ-ის, ბრაზილიის, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ინდოეთისა და იტალიის შემდეგ.

გლობალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე სწრაფად ლათინური ამერიკის ქვეყნებში მატულობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს