პოლიციამ ქურდობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გორში მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შევიდა, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ძვირფასეულობას, ტელევიზორს და საყოფაცხოვრებო ნივთებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გორში მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შევიდა, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ძვირფასეულობას, ტელევიზორს და საყოფაცხოვრებო ნივთებს. პოლიციამ რ.მ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ნაქურდალ ნივთებს ავტომანქანაში ათავსებდა.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პოლიციამ ქურდობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა