ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებსა და დას, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დ.ა. ამავე მისამართზე, უკანონოდ ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და მოყვანას. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა