ბექა ლილუაშვილი - სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და მათ უკან დგას 120 000 ოჯახი, ჩვენი მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან

ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა პანდემიის მართვის მიმართულებით, ასევე დაიწყო მუშაობა ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით და იმ გეგმის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს, როგორც ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე სექტორულ ჭრილში.

„ყოველთვის, თითოეული ღონისძიების მთავარი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიის მიერ გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. პირველ რიგში, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე გვეზრუნა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შემოსავლის წყარო, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში ჩვენ მიგვეცა მათთვის მინიმალური რესურსები და საშუალება, რათა დავხმარებოდით, შეგვემსუბუქებინა ეს წნეხი. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რატომაც დეველოპერულ სექტორში გადავწყვიტეთ მხარდაჭერის განხორციელება, ეს არის, პირველ რიგში, თავად ამ სექტორის მოწყვლადობა მსგავსი ტიპის კრიზისების მიმართ და როგორც წესი, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და როდესაც ესეთი ტიპის გლობალური ეკონომიკური კრიზისები ხდება და მათ შორის საქართველოშიც, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკაზე ამ კრიზისის ზეგავლენას, პირველ რიგში, ზარალდება ისეთი სექტორები, როგორიც არის დეველოპერული სექტორი, სამშენებლო სექტორი და საჭიროა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შევუნარჩუნოთ სამსახური. ამ სექტორში პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი და გარდა ამ ადამიანებისა, უამრავი ადამიანი არის დასაქმებული ისეთ სექტორებში, როგორიც არის, მაგალითად ავეჯის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და უამრავ სხვა ინდუსტრიაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დეველოპერული სექტორის საქმიანობასთან. ამიტომ, ეს არის ასობით ათასი ადამიანი, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პოტენციურად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ გადადგამდა მხარდაჭერის ღონისძიებებს და არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენ მივიღეთ, დაკარგავდა შემოსავლის წყაროს და დარჩებოდნენ შემოსავლის გარეშე. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რატომაც მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება და მეორე ნაწილი იყო თავად მშენებლობის მაღალი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 9 პროცენტამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

როგორც მან განმარტა, მთავრობის მიზანია ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ორიენტირი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, რომელიც ერთი მხრივ, წარმოადგეს დასაქმების დიდ წყაროს და მეორე მხრივ, გარკვეული მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.

მისივე თქმით, სწორედ ეს ორი კრიტერიუმი იყო ძირითადად იმის განმსაზღვრელი, თუ რატომ გადადგა მთავრობამ ის ნაბიჯები, რაც გადადგა და რატომ გახდა პრიორიტეტული იმ სექტორების დახმარება, რომელსაც ის ეხმარება.

„რა თქმა უნდა, გარდა ამისა, დამატებით არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ დეველოპერული სექტორის ეფექტიანობა და მისი განვითარება, ზოგადად ამ სექტორში არსებული მდგომარეობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყანაში საფინანსო სექტორის ფუნქციონირებასაც. საფინანსო სექტორში პრობლემების შექმნა იმიტომ, რომ დავუშვათ დეველოპერულ სექტორში შეიქმნებოდა პრობლემები, ეს არის სისტემური გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებლად დააზიანო ეკონომიკა და წლების განმავლობაშ გაახანგრძლივოს ეს კრიზისი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ