ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია

ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შესაბამისად, ისრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ტურისტებს სწორედ 1-ელი ივლისიდან ელის. პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, თუმცა როგორც პრემიერმა გუშინ განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ „ცოტა ხნით დალოდება“ ითხოვა.

“მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, თუმცა ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დაველოდოთ,”- განაცხადა პრემიერმა გუშინ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

იხილეთ ვიდეო:ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა