დიმიტრი შაშკინი - სეკვესტრი იწყება და პირველი განათლების სამინისტროს მიადგნენ, მისი ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება

განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება, თუმცა აქ არაა ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე საუბარი, მცირდება დაფინანსება სკოლებისთვის, უმაღლესი სასწავლებლებისთვის, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

„მაისში, საქართველოს მთავრობა გვიყვებოდა, რომ მოიზიდეს, 1,2,3 მილიარდი. ამაზე საუბრობდნენ ისეთი გონორით და დამაჯერებლობით, რომ ივნისში გარკვეული სიმართლე, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. სიმართლე არის შემდეგი - საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სეკვესტრი იწყება და პირველი განათლების სამინისტროს მიადგნენ, მისი ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება. ეს არის 127 ახალი სკოლა, ესაა ყველა სტუდენტის მეორე სემესტრის სწავლის გადასახადის დაფარვა და ამისთვის აღნიშნული თანხის 1/3 -ია საჭირო. ესაა 2 000- ლარიანი ბონუსი ყველა მასწავლებლისთვის. ესაა ყველა სკოლისთვის საპირფარეშოების რემონტი. მოგეხსენებათ რომ პანდემიის პირობებში ჰიგიენის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. 127 მილიონს ართმევენ განათლების სამინისტროს, თუმცა კიდევ უფრო უარესი ნაწილიც არის ის, თუ როგორაა ეს თანხები ჩაშლილი. არც ერთი თეთრით არ მცირდება სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯები. არც ხელფასები, არც პრემიები, საწვავი და ახალი ავეჯის თანხები. 17 მილიონს ართმევენ სკოლის რემონტებს, 20 მილიონს - სკოლებს, 5 მილიონს -პროფესიულ განათლებას, 3 მილიონს -ოლიმპიადებს, რომლებიც არ ჩატარდება. უმაღლეს განათლებას ართმევენ ფულს. ამასთან, 50 მილიონს ართმევენ სპორტსმენებს. ეს არ იქნება ფული, რომელსაც ფედერაციის ხელმძღვანელები ითვისებენ. ეს იქნება ფული, რომელიც სპორტსმენებს სჭირდებათ ვარჯიშისთვის, რომ არ დაკარგონ ფორმა და საქართველოს სახელით იასპარეზონ. ესაა ის მძიმე რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ერთი მხრივ, ტყუილი მილიარდებზე და მეორე მხრივ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მხრიდან იმაზე საუბარი, თუ როგორ იმართება ქვეყანა, ვის რამდენი „ატკატი“ მიაქვს,”-აღნიშნავს შაშკინი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა