ირაკლი სესიაშვილი - თავდაცვის სამინისტროს 75 მლნ ლარით უმცირდება ხარჯი, აქედან 30 მლნ საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს სამხედრო პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გადაიდო

თავდაცვის სამინისტროს 75 მილიონი ლარით უმცირდება ხარჯი, აქედან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს სამხედრო პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გამომდინარე პანდემიიდან, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო,- ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი არ არის პროექტის გაჩერებაზე და თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

"საუბარია არა პროექტების გაჩერებაზე, არამედ ვადის გადაწევაზე. თავდაცვის სამინისტროს 75 მილიონი ლარით უმცირდება ხარჯი, აქედან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს გარკვეული პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გამომდინარე პანდემიიდან, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო. შესაბამისად, ამ პროდუქციის მოწოდების მზაობა როგორც კი იქნება, ეს თანხები აისახება უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს ხელშეკრულება არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საფრანგეთისგან ვიღებთ გარკვეულ სამხედრო პროდუქციას, შესაბამისად, პანდემიის გათვალისწინებით წარმოიქმნა მოწოდების და ინსტალაციის პრობლემა და ამანაც ვადაში გადაიწია, თუმცა, პროექტი ჩვეულებრივ გაგრძელდება და ცხადია, ამ პროექტით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდება. როგორც კი პისტკრიზისული პერიოდი გაივლის, ეს ყველაფერი აღდგება, არც ერთი პროექტი არ ჩერდება,"- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც საფრანგეთთან თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაფორმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო