პრემიერი - პოლიტიკური სპექტრი, არჩევნებიდან გამომდინარე, ძალიან ტოქსიკურია

თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? - ასე მიმართა ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც აშშ-ის ელჩის პროკურატურაში ვიზიტზე ჰკითხა.

ჟურნალისტის პასუხზე, რომ ასე შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში, გახარიამ განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი ტოქსიკურია.

„თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? თავს რატომ იქნევთ? პოლიტიკური სპექტრი, საწუხაროდ, არჩევნებიდან გამომდინარე დღეს არის ძალიან ტოქსიკური. მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, რომელიც კიდევ ამასთან ერთად „ფეიქნიუსებზე" არის დაყრდნობილი და ეს სამწუხაროა. სამწუხაროდ, ამას ყველა უნდა მივეჩვიოთ არჩევნებამდე და ყველაფერ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, მედია კულტურაც ნელ-ნელა ავიმაღლოთ”, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა