გიორგი გახარია - მე არავინ, არანაირ მითითებს არ მაძლევს

არ მინდა ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება, ყველამ ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს თავისი განცხადებები, არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მას რა მითითებს აძლევს ივანიშვილი, გახარია პასუხობს, რომ მას მითითებებს არავინ აძლევს.

„ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და მე არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს, თუ ვინმე რაიმე მითითებებს მაძლევს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველა ჩვენს შეხვედრას, თათბირს, ყველა ყველაფერს ხედავთ, ზოგჯერ ჩემზე მეტი თქვენ იცით”, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც პრემიერი იყო, საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მიცემული რაღაც პერიოდის განმავლობაში. „მერე მას აღარ მოეწონა რაღაცები და ჩაერია ძალიან აქტიურად უკვე და დაბრუნდა პოლიტიკაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა