ირაკლი სესიაშვილი - დიდი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა იყო, როცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები შეეცადნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი

ძალიან დიდი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა იყო, როცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები შეეცადნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი და ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თაჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად რელევანტურია თავდაცვის მინისტრის მიერ აშშ- ში მიმდინარე მოვლენებსა და 20 ივნისს შორის ერთგვარი პარალელის გავლება.

ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და იმედი გამოთქვა, რომ აშშ "ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება."

„ის რაც შეერთებულ შტატებში ხდება, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. რა თქმა უნდა, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ რა თქმა უნდა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. 20 ივნისი იყო ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო და პირველ რიგში ძალიან დიდი ტკივილი იყო, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მაგრამ ამასთანავე იყო ძალიან დიდი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, როცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები შეეცადნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი და ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება შეაფასებს უკვე არჩევნების მერე,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის მინსიტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. მისივე განცხადებით, მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა