გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდში, მედია სივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი გაქრა, არის „მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ და პროპაგანდა“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენის ვადები არ დარღვეულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ბიუჯეტი უკიდურესად სერიოზულად სისტემური ნამუშევარია, რომელზეც პარტნიორებთან ერთად მუშაობდნენ.

„სამწუხაროდ საარჩევნო პროცესში ძალიან ადრე შევედით. სამწუხარო კიდევ რა არის იცით ? ბოლო პერიოდის განმავლობაში მედია სივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი გაქრა. არის მხოლოდ და მხოლოდ „ფეიქი“ და პროპაგანდა. რეალურად, ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ შეიტანა, არაფერი არ დაურღვევია. რეგლამენტის შესაბამისად, ზუსტად საათების მიხედვით იყო ყველაფერი გაკეთებული. არის უკიდურესად სერიოზულად სისტემური ნამუშევარი, რომელზეც ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით. თითოეული პარამეტრი ზუსტად გაზომილი და დადგენილია. გარდა ამისა, ეს ბიუჯეტი ბევრი ისეთ რაღაცას ითვალისწინებს, როგორიც არის, მაგალითად, მეორე ტალღის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ ჩვენი თავი და სახელმწიფო იმ მდგომარეობაში არ უნდა დავაყენოთ, რომ თუ, მაგალითად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შემოდგომისთვის გაუარესდა კიდევ ერთი, მესამე, დაკორექტირებული ბიუჯეტი შევიტანოთ. ამ ბიუჯეტზე მუშაობა მარტივი არ იყო. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროსაც, ეროვნულ ბანკსაც და მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომკურ გუნდსაც, იმიტომ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სისტემური ნამუშევარია კრიზისულ პირობებში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა