საბაუნი აბიტურიენტებს ახალი საბაკალავრო პროგრამებით ხვდება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ახალი საბაკალავრო პროგრამებით ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამმა პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მზადაა სტუდენტების მისაღებად ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისადა პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებზე.

"პროგრამებს გამოარჩევს მაღალკვალიფიციური, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი პროფესორების გუნდი, არჩევითი საგნების მრავალფეროვნება, სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები.

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა გამორჩეულია სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობით. პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა კვლევის მეთოდები, ფსიქონომეტრია, სტატისტიკური ანალიზი SPSS-ის ელემენტებით და სხვ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში პროგრამის კოდია 0880104

სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სოციოლოგიის სფეროში დაგროვებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ემპირიული კვლევების ჩასატარებლად. პროგრამას ჰყავს ქართველი და უცხოელი (პოლონელი) ხელმძღვანელები, რაც მის ინტერნაციონალურობას უსვამს ხაზს და ხელს შეუწყობს კვალიფიციური სპეციალისტების გამრავლებას შრომის ბაზარზე, რაც თვით დარგის განვითარებისთვისაც სასარგებლოა. პროგრამა ორიენტირებულია სოციოლოგიის მიმართლებით მეცნიერებათა კვლევებში ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაზე და სრულად არის მორგებული ქართული შრომის ბაზრის სისტემას.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში პროგრამის კოდია 0880105

პოლიტიკის მეცნიერების ახალი საბაკალავრო პროგრამა სრულად პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ორიენტირებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებით სტუდენტს შესძინოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ყველა ის უნარი, რომელიც საჭიროა სამუშაოს შესრულებისას, მაგ., იდეების დასაბუთება, დარწმუნება, შიდა კომუნიკაციების დაგეგმვა და წარმართვა, საჯაროდ გამოსვლა. პროგრამაში ქართულენოვან საგნებთან ერთად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ინგლისურენოვანი სასწავლო საგნებიც გაიარონ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში პროგრამის კოდია 0880106

სამივე პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებში.

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში 1-2 არჩევანით ჩარიცხული სტუდენტები სრულად თავისუფლდებიან სწავლის სემესტრული საფასურისაგან. მსგავსი შეთავაზება ვრცელდება მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებზეც.

ეს და სხვა სიახლეები ვრცლად იხილეთ უნივერსიტეტის ვებ -გვერდზე: sabauni.edu.ge", - აცხადებენ უნივერსიტეტში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა