ჰასან რუჰანი - ამერიკას წლების განმავლობაში ჰქონდა ირანის კისერზე მუხლი დაჭერილი, თუმცა ჩვენმა ხალხმა ეს მუხლი გადატეხა

ამერიკას წლების განმავლობაში ჰქონდა ირანის კისერზე მუხლი დაჭერილი, თუმცა ჩვენმა ხალხმა ეს მუხლი გადატეხა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ერთიანობის წყალობით ჩვენმა ძვირფასმა ერმა ამ მუხლის გადატეხვა შეძლო და მათ აღარ აქვთ ირანელ ხალხზე დასაჭერი მუხლი“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტების ადმინისტრაციები სანდოობით არ სარგებლობენ, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია „კიდევ უფრო არასაიმედოა“ და მან „ყველა საერთაშორისო კანონი და ნორმა დაარღვია.“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს