ანტონიო გუტერეში - მსოფლიოში 820 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, კორონავირუსი სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს

მსოფლიოში 820 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 5 წლამდე ასაკის 144 მილიონ ბავშვს ზრდაში შეფერხება აქვს, კორონავირუსი კი სიტუაციას აუარესებს,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოს 7.8 მილიარდიანი მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისზე მეტი საკვები არსებობს, თუმცა პრობლემა შესაბამისი სისტემების არასათანადოდ მუშაობაშია.

ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ “კოვიდ 19”-ით გამოწვეული კრიზისის გამო, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა წელს, შესაძლოა, 49 მილიონით გაიზარდოს.

„კორონავირუსის პანდემიისა და მისგან გამოწვეული შედეგების გამო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა მიმდინარე წელს, შესაძლოა, 49 მილიონით გაიზარდოს,“- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ანტონიო გუტერეშმა ქვეყნებს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა.

“თუკი საჭირო ნაბიჯებს დაუყოვნებლივ არ გადავდგამთ, გარდაუვალია, რომ მსოფლიოში საკვებთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება, რომელსაც მილიონობით ზრდასრულ ადამიანსა და ბავშვზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენა ექნება,“- აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა