სამინისტრო - სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგების პრობლემები სასმელი წყლის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების გამო შეექმნა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავში, სოფელ კურდღელაურის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის 1200 აბონენტს, ყოველდღიურად, არსებული ორი რეზერვუარიდან, 100 ტონამდე წყალს აწვდის. თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, პრობლემები ექმნება მაღალ ადგილებში მცხოვრებ 30-40-მდე ოჯახს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ერთ კვირაში, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მრიცხველის კვანძის გადალუქვის სამუშაოს დასრულების შედეგად, შემცირდება სასმელი წყლის არარაციონალური მოხმარება და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს წყლის სტაბილური მიწოდებით.

უწყების ინფორმაციით, მრიცხველის კვანძების გადალუქვის სამუშაოების დასრულებამდე კი, კომპანია ოჯახებისთვის წყლის მიწოდებას წყალმზიდების საშუალებით განაგრძობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო