კახა კალაძე - როგორ ფიქრობთ, ადამიანებს ვინმე უზღუდავს პროტესტის გამოხატვას? ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ

როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახანგრძლივდა პარლამენტის რეაბილიტირების პროცესი და რომ აქტივისტების თქმით, ხელისუფლების მიზანი იყო, 20 ივნისს პარლამენტის წინ მწვანე კედელი ყოფილიყო აღმართული.

კალაძის თქმით, უამრავი სივრცე არსებობს, სადაც ადამიანებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ.

„არ მგონია მაგას სერიოზული პასუხი სჭირდებოდეს. როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ეს ხომ შეუძებელია. ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროტესტი გამოხატონ და მასში ვერავინ შეუძლის ხელს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს დასრულდება.

„პროექტი ხორციელდება, თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახოთ სამუშაოები როგორი ტემპით მიმდინარეობს. პრობლემები გვქონდა პანდემიის დროს. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე იმ ტემპით ვერ გრძელდებოდა მუშაობა, თუმცა დღეს სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ტემპით და ივლისის ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული და განახლებული“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა