იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ დაარსებული „ქართული ფონდი“ ქართველი მხატვრების ნამუშევრების ონლაინ გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ დაარსებული „ქართული ფონდი“, 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ფონდის ვებგვერდზე www.georgianfoundation.ge.

ქართველი მხატვრების ნამუშევრების ონლაინ გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდიდან აცნობეს, ქართველი მხატვრების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 1 თვის მანძილზე და მოემსახურება ორ მთავარ მიზანს: ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა ნამუშევრების პოპულარიზაციასა და ქველმოქმედებისთვის თანხების მობილიზებას. შემოსული თანხა მოხმარდება ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაბამისი საჭიროებების მიხედვით.

„ქართული ფონდის“ მხარდამჭერებსა და მიზნის გარშემო გაერთიანებულ საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი ფონდის ვებგვერდზე შეიძინონ უნიკალური ნამუშევრები და ამავდროულად, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში.

ონლაინ გამოფენა-გაყიდვის იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია მხატვარი სოფია ფარჯიანი, რომელიც ასევე „ქართული ფონდის“ ელჩია ესპანეთში. სოლო გამოფენების გარდა, სოფია საერთაშორისო პროექტებისა და გამოფენების მონაწილეა. ონლაინ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: ანტონ ბალანჩივაძე, არჩილ კორძაია, გეგა ქუთათელაძე, ქრისტინე კაკაბაძე, მიშა გოგრიჭიანი, ნინო მოსეშვილი, სოფია ფარჯიანი, თუთუ კილაძე, დავით კუხალაშვილი.

„ქართული ფონდი“ მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორს სოფია ფარჯიანს და გამოფენაში მონაწილე ყველა მხატვარს, ნახატების სრულიად უსასყიდლოდ გადმოცემისთვის და ქველმოქმედებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.“, - აცხადებენ ფონდში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო