ენერგოომბუდსმენი ბათუმში, „თევზის კაფეში" მომხდარ ინციდენტს შეისწავლის

ენერგოომბუდსმენი ბათუმში, ”თევზის კაფეში" მომხდარ ინციდენტს შეისწავლის,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ბათუმში, თევზის ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ "თევზის კაფეში" ბუნებრივი გაზის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. ენერგოომბუდსმენის აპარატმა ახსნა-განმარტებისთვის უკვე მიმართა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, ხოლო დეტალებს ადგილზე მოიკვლევს სამსახურის წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად აკმაყოფილებდა შიდა ქსელი არსებულ სტანდარტებს, განახორციელა თუ არა მომსახურე კომპანიამ გეგმური მონიტორინგი და ხომ არ არსებობდა რაიმე სახის რეკომენდაციები უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით. შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ახორციელებს კამპანიას ,,გაუფრთხილდი სიცოცხლეს". ეს არის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო