მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მიერ 2019 წლის 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს „წამოროშილ აღიარებებს" უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მიერ 2019 წლის 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს „წამოროშილ აღიარებებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 20 ივნისს დაგეგმილი აქციის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, „ნაცების" ორგანიზებით იქნება გარკვეული აქცია - 100, 200 თუ 300 კაცი, არ ვიცი, მაგრამ თუკი რომელიმე ადამიანი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებდა მაშინ სხვა რამეს და სხვა მიზანი ჰქონდა, არ გამოდიოდა „ნაცმოძრაობის" მიზნიდან და დარწმუნებული ვარ, იქ მართლაც იყო ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანი - ერთიც თუ დარჩა ასეთი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ ის იყო გულწრფელი პროტესტი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის" მხრიდან, შევახსენებ, „ნაცმოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის აღიარებას, ნიკა მელიას აღიარებას და შემდეგ ბეჭდის დასმას აღიარებით ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. მათ განაცხადეს, რომ დიახ, ისინი იჭრებოდნენ და რომ მათ დაგეგმეს, მიზანი ჰქონდათ, რომ ვიღაცას შეცდომა დაეშვა. ასეთი შეცდომა, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნა კონკრეტული პოლიციელების მხრიდან. გაგახსენებთ სახალხო დამცველის შეფასებას, რომელმაც გაშიფრა რაციის მონაცემები, რომ იქ ბრძანება, მსგავსი რამ არ ყოფილა გაცემული. ეს არის ამ ერთ წელში ნებით თუ უნებლიედ მათ მიერ, უკაცრავად ტერმინისთვის წამოროშილი აღიარებები, რომელმაც ყველაფერს თავისი წერტილი დაუსვა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს