კახა კალაძე 20 ივნისის აქციაზე - არსებული კანონით, მერიას არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ვინმეს დართოს ან აუკრძალოს აქციის გამართვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მათ არ აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ვინმეს აქციის გამართვის უფლება მისცენ ან აუკრძალონ. ამ განცხადებით ის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ.

„მინდა ყველამ გაიგოს, რომ დედაქალაქის მერიას არსებული კანონის გათვალისწინებით, არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ვინმეს დართოს ან აუკრძალოს აქციის გამართვა. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლებამოსილება და ვერავის ავუკრძალავთ. მათი უფლებაა, კონკრეტულ ლოკაციაზე ჩაატარონ აქცია, სადაც მოითხოვენ. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს და ადამიანთა ჯგუფებს შემოტანილი აქვს კონკრეტულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის ნებართვა, მერია უფლებამოსილი და ვალდებულია, ეს იმ მხარეს აცნობოს, რომელსაც კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით წერილი შემოაქვს“,- განაცხადა კალაძემ.

ის რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც 20 ივნისს დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრება" უწოდა.

„რამდენი იქნება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები გამოხატონ და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის “,-განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ეს „ნაციონალების“ აქცია იქნება და არა იმ აქტივისტების, რომლებიც გასული წლის 20 ივნისს, რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებდნენ, კალაძემ უპასუხა, რომ იმ დროს პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო.

„პარლამენტის წინ ჩვენ ასევე ვხედავდით პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები და პარლამენტში შეჭრას, შევარდნას ცდილობდნენ. ამის აღიარებითი ჩვენებაც არსებობს პირდაპირ სატელევიოზო ეთერში“,-აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო