გიგა ბოკერია - ეს აქცია არ უკავშირდება მაჟორიტარულ ოლქებზე ოპოზიციის შეთანხმებას, ეს აქცია არის 1 წლის შემდეგ, რაც საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა

„ეს აქცია არ უკავშირდება მაჟორიტარულ ოლქებზე ოპოზიციის შეთანხმებას, ეს აქცია არის 1 წლის შემდეგ, რაც საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა, რომ თავს არ მოახვევინებს არც ხელისუფლებას და არც სხვას პროპუტინულ პროპაგანდას, პუტინის დღის წესრიგს საქართველოში, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ 20 ივნისს დაანონსებული აქცია.

ბოკერიას თქმით, ამ საკითხში ქართული საზოგადოების დაყოფის ყველა მცდელობა წარუმატებელია და 20 ივნისი პუტინის პროპაგანდისთვის დიდი დარტყმა იყო.

„ეს აქცია არ უკავშირდება მაჟორიტარულ ოლქებზე ოპოზიციის შეთანხმებას, ეს აქცია არის 1 წლის შემდეგ, რაც საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა, რომ თავს არ მოახვევინებს არც ხელისუფლებას და არც სხვას პროპუტინულ პროპაგანდას, პუტინის დღის წესრიგს საქართველოში და ყველა მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ ამ საკითხში არის წარუმატებელი. დიდი დარტყმა იყო პუტინის პროპაგანდისთვის 20 ივნისი და ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი დღე იყო, ამავდროულად, იყო ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით ახალგაზრდება მხედველობა დაკარგეს, მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, ეს დღე რჩება სიმბოლოდ არაანგარიშვალდებულების, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო პოლიტიკურად, შს მინისტრი, რომელმაც ჩაატარდა ეს ოპერაცია, დღეს პრემიერ-მინისტრია. ბატონი კობახიძე, რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო ამ სამარცხვინო, სიმბოლური აქტის დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ მოუწია გადადგომა, დღეს ივანიშვილის ფავორიტია და ჯერ, საბოლოოდ ის მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებამ ამ დღის შემდეგ დააყენა, პროპორციული არჩევნები, ბოლომდე შესრულებული არ არის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო