ანრი ოხანაშვილი - გამიხარდებოდა მესაუბრა, რომ ხვალიდან შეზღუდვები იხსნება, დაშვებულია ქორწილები, იუბილე, სოციალური ღონისძიებები, თუმცა ამას ვერ გეტყვით, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშე ვდგავართ

საზოგადოებას ვერ გავამხნევებ იმ თვალსაზრისით, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან განმარტა, იუბილეს რესტორნებში გადახდა ვერ იქნება ნებადართული, ასევე ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც ფართო თავშეყრას უკავშირდება.

„არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე მაკისრია. პასუხისმგებლობით მივუდექი საკითხს და სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვდგავარ თქვენს წინაშე, რომ გითხრათ - არ გამომაქვს პოპულისტური კანონი. გამიხარდებოდა მესაუბრა იმაზე, რომ იცით რა, ხვალიდან შეზღუდვები იხსნება და ხვალიდან დაშვებულია ქორწილები, იუბილე, სოციალური ღონისძიებები, თუმცა, ამას ვერ გეტყვით. არ მაქვს უფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, ვინაიდან, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშე ვდგავართ. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობით მიდგომა სჭირდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის წესი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის განსაზღვრული და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ვიმოქმედოთ. ამიტომ, კოლეგებო, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს საზოგადოებას ვერ მივაწვდი ამ ინფორმაციას და ვერ გავამხნევებ მათ იმ თვალსაზრისით, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. ვერ იქნება ვერც იუბილეს რესტორნებში გადახდა ნებადართული, ვერ იქნება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც ფართო თავშეყრას უკავშირდება. კიდევ ერთი სპეკულაციური გამონათქვამი, რომელიც ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან მოისმინეთ ბოლო დღეებში, რომ ჩვენ თურმე აკრძალვები შემოგვაქვს. კოლეგებო, ეს აკრძალვები დღესაც მოქმედებს, ახლა არ შემოგვაქვს. აკრძალვები მოქმედებს და განსაზღვრულია ჯარიმა-2 ათასი ლარი ფიზიკური პირებისთვის იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 ათასი ლარი. ჩვენ ვარეგულირებთ, ახალი გამოწვევიდან გამომდინარე, ადაპტაციას ვახდენთ. მსოფლიო ქვეყნები ამ დილემის წინაშე არიან, ყველას უწევს სწრაფი რეაგირება, მათ შორის საპარლამენტო და სამთავრობო მექანიზმებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებით. ამიტომ, დღეს წესი, თითქოს ჩვენ ახლა შემოგვაქვს რაიმე სახის აკრძალვა, ტყუილია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა