ანრი ოხანაშვილი ბესელიას - ქალბატონო ეკა, მადლობა, რომ ზრუნავთ ჩემზეც და თქვენზეც, პირბადის ტარება ამ ეტაპზე, კანონით არ მევალება

მადლობა ქალბატონო ეკა, რომ ზრუნავთ ჩემზეც და თქვენზეც. პირბადის ტარება ამ ეტაპზე კანონით არ მევალება , - ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მისამართით პირბადის ტარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების წინაშე ეთიკურობას იცავს, როცა პირბადის გარეშე საუბრობს, თუმცა, სხვა დროს შესაძლოა, ეს რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

„კანონს ვიცავ და ძალიან კარგად ვიცნობ იმ რეგულაციებს, სწორედ ამიტომ ვდგავარ ისე, როგორც ვდგავარ, თუმცა, როგორც კი დავჯდები ჩემს ადგილზე რა თქმა უნდა, გავიკეთებ პირბადეს და ამით მივცემ ყველას მაგალითს, რომ მე არ ვარ გამონაკლისი და არ ვსარგებლობ ბოროტად ამ შემთხვევაში. ვიცავ რა ეთიკურობას, რომ გესაუბროთ პირბადის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის ნიშნად ჩვენი საზოგადოების. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, გავითვალისწინო ასევე რეკომენდაცია და პირბადითაც გესაუბროთ, ამის დისკომფორტი არ მაქვს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს მიმართა, „ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობაზე, მიკვირს ახლა პირბადე რომ არ გიკეთიათ”.

შეგახსენებთ, კანონპროექტის თანახმად, რომელსაც დღეს პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც და წესის დარღვევის შემთხვევაში მძღოლი ან მგზავრი 20 ლარით ჯარიმდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო