არჩილ თალაკვაძე - მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან

მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პირბადეების ტარების წესებთან დაკავშირებულ კანონპროექტს იხილავენ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე მოსმენისთვის ყველა კითხვა ამოწურული იქნება.

„ვფიქრობ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოცემულობა. პირველი, მსოფლიოში პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა; მეორე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების რჩევა, მოწოდება და რეკომენდაციაა, რომ ფიზიკურ დისტანცირებასთან ერთად, გამოვიყენოთ პირბადე და მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან. ეს არის მოცემულობა.

მეორე მხრივ, ოპონირება ამ პროცესში არის აუცილებელი. ბატონ ანრის მე ვთხოვ, რომ უზრუნველყოს ეს პროცესი ბოლომდე, როგორც ეს დღეს და აქამდე იყო და მაქსიმალური ჩართულობით ყველა რისკის, ყველა სათუო საკითხის გათვალისწინებით, მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ყველას გვესმის, რომ ჩვენ ახლა ვქმნით მარეგულირებელ ჩარჩოს და არ შევდივართ კონკრეტულ დეტალებში, როგორიც არის მაგალითად პირბადის ხარისხი თუ სხვა ისეთი საკითხები, რომელიც კანონში ვერ გაიწერება, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, რომ მოქალაქეებისთვის კონკრეტულად, სამართლიანად, გაიწეროს და იყოს ეს ყველასათვის გასაგებად, თუ რას ეხება შეზღუდვები და რატომ აწესებს ხელისუფლება ასეთ შეზღუდვებს. მე ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ და გთხოვთ, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში, აბსოლუტურად ამოვწუროთ ეს კითხვები და მაქსიმალურად ისეთი რეგულაციები გავწეროთ, რომელიც ბოლომდე შეამცირებს გაუგებრობებს, კითხვებს და კარგია, რომ დღეს ეს კითხვები იყო დასმული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო