ეკა ბესელია - ხალხს გადარევთ ცოტა ხანში, ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობას იღებთ, ეს დაცვა არ არის, ეს არის დასჯა

ამ ხალხს გადარევთ თქვენ ცოტა ხანში, ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობას იღებთ. ეს დაცვა კი არ არის, ეს არის დასჯა,- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა.

ბესელიას განმარტებით, კანონპროექტი გაუგებარია და ბევრ კითხვას აჩენს. მან დეპუტატებს მოუწოდა გაიაზრონ, გამართონ და ისე მიიღონ აღნიშნული კანონპროექტი, რათა ის იძლეოდეს ალტერნატივების შესაძლებლობას.

„რას ამბობთ თქვენ, რომ პარლამენტის შენობაში რომ მოქალაქე შემოვა ის ვალდებულია და ჩვენ რომ თერმოსკრინინგს გავდივართ, შუბლზე რომ სიცხის გამზომ ხელსაწყოს მოგვადებენ, ამიტომ არ ვართ საფრთხის შემცველი და არ მოგვეკარება არავის ეს ვირუსი? და ჟურნალისტმა შეიძლება ატაროს შეიძლება არა, მთავრობამ დაარეგულიროს ესო, ამას მეუბნებით და ეს არის სწორი განმარტება? ეს არის იურისტის განმარტება? და ახლა თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს განმარტება მართლა სწორია სამართლებრივად? თუ ეუბნები მოქალაქეს, რომ ეს ვირუსი ყველასთვის საფრთხის შემცველია და ყველას შეიძლება შეეხოს, პარლამენტის წევრი პირველი უნდა აჩვენებდე მაშინ, რომ არ უნდა მოიხსნა ეს ნიღაბი და რამდენჯერაც ხელით ვეხებით, აზრი არ აქვს ამ ნიღბის ტარებას. ყველამ ქვეყანამ, ვინც კი ეს შემოიღო როგორც რეკომენდაცია, დაურიგა მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს ეს მარაგი? ცოტა ხნის წინ ხომ იცით, რომ დეფიციტი იყო და აფთიაქებში ხალხი მართლა ვერ ყიდულობდა, მეც ვერ ვიყიდე რაღაც პერიოდი რომ დამჭირდა ეს ნიღაბი და ასე რომ ჩაწერ კანონში, რომ მოდი ყველა დავაჯარიმოთ, არ შეიძლება!“- განაცხადა ბესელიამ.

ის ანრი ოხანაშვილის იმ განმარტებასაც გამოეხმაურა, რომელის თქმითაც გაფრთხილების ადმინისტრირება ფიზიკურად შეუძლებელია. ბესელიას განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს ნორმა, რომელიც სამართალდამცველებს საშუალებას აძლებს მცირე დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება გამოიყენონ.

„რას მეუბნებით, რომ გაფრთხილების აღრიცხვა არ ხდება? თქვენ რა არ იცით მართლა, რომ ადმინისტრაციულში გვიწერია ნორმა, რომ მცირე დარღვევის შემთხვევაში, პატრულის თანამშრომელი გააფრთხილებს და გაუშვებს მოქალაქეს საგზაო მოძრაობის წესს რომ არღვევს და აღირიცხება ეს. მიზანი ხომ პრევენციაა და არა დასჯა. მართლა არ მესმის ასე დაწერილი კანონის. კარგად გავიაზროთ გავმართოთ ეს პროექტი და ისე მივიღოთ, რომ მათ შორის იყოს ალტერნატივებიც. თორე ამ ხალხს გადარევთ თქვენ ცოტა ხანში, ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობას იღებთ. ეს დაცვა კი არ არის ეს არის დასჯა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს