ამირან გამყრელიძე - იქმნება ილუზია, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება

იქმნება ილუზია, რომ ინფექცია უკვე დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს „ინტერპრესნიუსთან“ გაკეთებული განცხადება პრევენციული ხასიათის იყო, რადგან საზოგადოებაში მოდუნება შეინიშნება.

„იქმნება ილუზია საზოგადოებაში, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, გავიმარჯვეთ და რომ შეგვიძლია, ისევ ისე დავუბრუნდეთ იმავე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ დღეს დღის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა შემთხვევაში პირველწყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რაც, მისი შეფასებით, შეშფოთების მიზეზი გახდა.

„დღეს გარკვეული ნიშნები არის, რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლის კვლევებიც მიმდინარეობს. დღეს დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, რომლის ყველა წყარო დადგენილია, მაგრამ დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობა, არც თუ ბევრი, მაგრამ გეტყვით პირდაპირ- 5 შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ 5 შემთხვევიდან ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველწყაროზე, ამიტომ მე გავაკეთე პრევენციული განცხადება“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს