საქართველოს პარლამენტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები პირველი მოსმენით (73 ხმით) დაამტკიცა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აწესებს.

კანონის პროექტის პირველი ვერსიის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის თავდაპირველად 50 ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა, თუმცა, მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ჯარიმა 20 ლარით განისაზღვრა.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილებისას მძღოლიც და მგზავრიც ვალდებულია ატაროს პირბადე. პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის 20 ლარით დაჯარიმებას.

რაც შეეხება იურიდიული პირებს, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს იურიდიული პირების 500 ლარით დაჯარიმებას.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კვლავ 2000 ლარის ოდენობით ჯარიმაა განსაზღვრული, იურიდიული პირისთვის კი - 10 000 ლარიანი ჯარიმა. ხოლო თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი განმეორებით განახორციელებს ამ ტიპის დარღვევებს, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა