ამირან გამყრელიძე - პირბადეები დახურულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსებში, სამარშრუტო ტაქსებში - ყველგან პირბადის ხმარება!

საქართველო დღემდე მოვიდა შედარებით ნაკლები დაზიანებით, ნუ ჩავყრით ყველაფერს მოშვებით! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ ყველა ის შეზღუდვა ზედმიწევნით უნდა გაითვალისწინოს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა. ამასთანავე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პირბადის ტარება თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

„პირბადეების ხმარება დახურულ დაწესებულებებში, პირბადეების ხმარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსებში სამარშრუტო ტაქსებში, ახლა გაიხსნა ტრანსპორტის საქალაქთაშორისო მოძრაობა - ყველგან პირბადის ხმარება! როცა პირბადე ორს გვიკეთია ერთად და ერთი არის ინფიცირებული, გადადების საშიშროება და ალბათობა არის მინიმუმამდე დაყვანილი. ამიტომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება. მეორე სოციალური დისტანცირება ვიგულისხმე და რაც მთავარია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრისგან თავის შეკავება დახურულ სივრცეებში და თუ არის 10-მდე ადამიანის თავშეყრა, აუცილებელია იქაც პირბადის ხმარება. აუცილებელია სანიტაიზერების, ანუ ხელის ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა და ყველაზე მთავარი, ნუ გავუთამამდებით და ნუ გვექნება სხვადასხვა დღესასწაულების ფართო მასშტაბებში აღნიშვნა, როგორიც არის ქორწილი, დაბადების დღე, ჭირის სუფრები და ა.შ. იმიტომ, რომ კორონავირუსული პანდემია გრძელდება მთელს მსოფლიოში, ყოველდღიურად არის 100 ათასზე მეტი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, ასევე რამდენიმე ათასი გარდაცვალება. საქართველო დღემდე მოვიდა შედარებით ნაკლები დაზიანებით, ნუ ჩავყრით ყველაფერს მოშვებით!“- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო