ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე - მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი

მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება ვიხილოთ სიაში მამუკა ბახტაძე და აღნიშნა, რომ მასთანაც შეიძლება, იყოს ამაზე საუბარი, თუ ბახტაძეს ასეთი ინტერესი აქვს.

"მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, რა თქმა უნდა თავად პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე. ყველაფერი დანარჩენი, რაც სიას უკავშირდება, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. გვექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებთ ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს. ყველასთან გვექნება საუბარი, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება სია. კონკრეტული კონსულტაციები ჯერ არავისთან ყოფილა" , - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იყოს, ასე უპასუხა: "ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ".

გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა