ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეშვებაზე აკრძალვა 1-ელ ივლისამდე გაახანგრძლივა

უცხოელმა ავიაგადამზიდავებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე დაწესებული აკრძალვა 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გაზეთი „მაარივი“ იუწყება.

„ისრაელში უცხოელების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის გახანგრძლივებულია ივლისის დასაწყისამდე. საერთაშორისო ავიაკომპანიებს ეცნობათ, რომ შეზღუდვები, რომლებიც გამოწვეულია კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო, გაგრძელდა, მინიმუმ, 1-ელ ივლისამდე“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა ისრაელმა მარტის შუა რიცხვებიდან დააწესა. სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს კი ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას სთავაზობს
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა