საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეთილის სპირტის შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეთილის სპირტის შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტრომ მართლაც შეიძინა ეთილის სპირტი, როგორც საპრევენციო საშუალება სამხედროების კოვიდსაფრთხისაგან დაცვის მიზნით და შესყიდვა მოხდა ბაზარზე არსებული ფასებიდან ყველაზე დაბალ ფასად.

„სამწუხაროდ, გრძელდება პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედია ეთიკის დარღვევით, გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ეჭვებს.

ამ შემთხვევაში "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული სიუჟეტი კითხვის ქვეშ აყენებს კორონაპანდემიის პირობებში, ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებისათვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ ეთილის სპირტის შეძენის მიზანშეწონილობასა და კეთილსინდისიერებას. გვინდა საზოგდოებისთვის განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მართლაც შეიძინა ეთილის სპირტი, როგორც საპრევენციო საშუალება ჩვენი სამხედროების კოვიდსაფრთხისაგან დაცვის მიზნით. ეს შესყიდვა განხორციელდა ბაზარზე არსებული ფასებიდან ყველაზე დაბალ ფასად. კერძოდ, ერთი ლიტრი 96,4%-იანი ეთილის სპირტის ღირებულება ტრანსპორტირებითა და მოწოდებით შეადგენდა 3 ლარს.

რაც შეეხება აპელირებას იმაზე, თუ როგორ განხორციელდა კომპანიის შერჩევა, მოგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში თავდაცვის სამინისტრომ შეთავაზება მიიღო ბაზარზე არსებული არაერთი კომპანიისაგან და მათგან აარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც გამოიხატება შეძენილი სპირტის ყველაზე დაბალ ღირებულებაში. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამ დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური სიუჟეტების გავრცელების აშკარა მიზანია ჩრდილი მიაყენონ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, როგორც ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე საჯარო ინსტიტუტს და ასევე შექმნან ნეგატიური ფონი მინისტრის მნიშვნელოვანი საპარლამენტო გამოსვლის წინ“ , - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს