გერმანია ისრაელს აფრთხილებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ანექსირების გეგმა, საერთაშორისო სამართალს არღვევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელი გააფრთხილა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ანექსირების შესახებ მისი გეგმა, საერთაშორისო სამართალს არღვევს.

იერუსალიმში ვიზიტისას ჰეიკო მაასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა ანექსიას საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შეუთავსებლად მიიჩნევს.

„მე ცხადად აღვნიშნე, რომ გერმანიის ხელისუფლება და კოლეგები ევროკავშირში ძალიან არიან შეშფოთებულები იმის თაობაზე, რომ ანექსია ორი ქვეყნის შესახებ გამოსავლის სიცოცხლისუნარიანობის შეწყვეტას გამოიწვევს და რომ ჩვენ არასწორ გზაზე ვდგავართ. ახლა დიპლომატიისა და დიალოგის დროა“ , - განაცხადა ჰეიკო მაასმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაისში განაცხადა, პირველი ივლისიდან ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა. მასზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც. გეგმას მხარს ისრაელი უჭერს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს