ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა

ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბრაზილიაში ვირუსს 40 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 1 274 ფატალური შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა. კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა მექსიკაში, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 4 883 შემთხვევა დადასტურდა და 708 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი ქვეყანას 129 184 დაინფიცირებული და 15 357 დაღუპული ჰყავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა