დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება

დღეს ტელევიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ დინამიკაზე და წარმოადგენს საქართველოს ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით. მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა