ისრაელის ელჩი განმარტავს, რატომ გადაიწია საქართველოსთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენის თარიღმა

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი განმარტავს, თუ რატომ გადაიწია საქართველოსთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენის თარიღმა.

ელჩს თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა.

„მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, მნიშვენელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ არ ვუბრუნდებით საგანგებო მდგომარეობას, რომელიც თებერვლიდან მაისამდე მოქმედებდა. ამის ორი მიზეზია - პირველია ის, რომ ამჯერად კორონავირუსის აფეთქება კონკრეტულად მხოლოდ რამდენიმე ლოკაციას უკავშირდება, განსაკუთრებით ქვეყანაში არსებულ ზოგიერთ სკოლას. მთავრობამ სკოლის მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს თვითიზოლაციისკენ დაუყოვნებლივ მოუწოდა, შესაბამისად, აფეთქება მთელ ქვეყანას არ ეხება, არამედ - სპეციფიკურ ადგილებს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამჟამად, საშუალოდ 15 000 PCR ტესტს ვატარებთ ყოველდღიურად, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, რაც უფრო მეტ ტესტირებას ვატარებთ, მით მეტ შემთხვევას ვავლენთ. შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და შედარებით შევანელოთ ჩვენი მოლაპარაკებები საქართველოსთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა, მაინც გვაქვს სურვილი, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ტურისტულ ბმებსა და პირდაპირ ფრენებს აღვადგენთ. მაგრამ, ეს ივნისის პირველ რიცხვებში ვერ მოხდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ფრენები აღდგება. მოვლენების განვითარებას თვალი უნდა ვადევნოთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ,”-აცხადებს ისრაელის ელჩი.

იხილეთ ვიდეო: ისრაელის ელჩის პირველი განმარტება, რატომ სთხოვა მისმა ქვეყანამ საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო