საქართველოში წარმოებული პირბადეების ექსპორტზე მოლაპარაკებები იტალიასთან, აშშ-სთან, რუსეთთან, ავსტრიასა და ისრაელთან მიმდინარეობს

საქართველოში წარმოებული ერთჯერადი პირბადეების ექსპორტთან დაკავშირებით კომპანია „მედიფარს“ მოლაპარაკებები იტალიასთან, აშშ-სთან, რუსეთთან, ავსტრიასა და ისრაელთან აქვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„მედიფარის“ გაყიდვების მენეჯერმა, მარიამ ბურჭულაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კომპანია თვის განმავლობაში 4 მილიონამდე ერთჯერად პირბადეს აწარმოებს.

„ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სხვადასხვა ქვეყანასთან. მოლაპარაკების პროცესში ვართ იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, ავსტრიასა და ისრაელთან. ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება ექსპორტი, არ ვიცით. ასევე მოლაპარაკების საკითხია ფასიც. საქართველოს ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი გვაქვს, ერთეულის ღირებულება 65 თეთრია, სააფთიაქო ქსელებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს ვამარაგებთ და რაოდენობის მიხედვით ფასი კლებადია.

რაც შეეხება წარმოებას, დღის განმავლობაში 100 000-დან 150 000-მდე პირბადე იწარმოება, თვის განმავლობაში 4 მილიონ ერთეულამდე პირბადეს ვაწარმოებთ,“ - აღნიშნა მარიამ ბურჭულაძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას