ანრი ოხანაშვილი - მესმის, რთულია რამდენიმე საათი სიცხეში პირბადით გამოცდაზე დაჯდომა, მათ კომფორტი უნდა შევუქმნათ, მანამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ძალიან რთულია რამდენიმე საათის განმავლობაში, სიცხეში პირბადით დაჯდომა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხი რეგულირების პროცესშია და მანამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„საუბარი იყო აბიტურიენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც გამოცდის ჩაბარება უწევთ. მესმის, ძალიან რთულია რამდენიმე საათის განმავლობაში, სიცხეში პირბადით დაჯდომა და ისეთი საპასუხისმგებლო მისიის შესრულება, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ჰქვია. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ მათ კომფორტი, უბრალოდ, ეს საკითხი მიმდინარე რეგულირების პროცესშია, ვინაიდან ივნისის ბოლოს უწევთ აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება, მანამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამიტომ, ყველანაირად დაბალანსებული რეგულაციები იქნება, რომელსაც მთავრობა გაწერს“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება, საგამოცდო სექტორში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება, სამუშაო მაგიდა კი წინა მხრიდან დამცავი ფარით იქნება აღჭურვილი.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ