საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 10,4 %-ია დაზღვეული – კონკურენციის სააგენტომ ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 10,4%–ია დაზღვეული,- ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგის დასრულებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2015–2019 წლის პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, 2015–2019 წლის პერიოდში, ავტოდაზღვევის ბაზრის მოცულობა მნიშვნელოვნად 46,6 მლნ. ლარიდან 96,8 მლნ. ლარამდე – 108%–ით გაიზარდა. მათ შორის, 2019 წელს საცალო ბაზრის სეგმენტმა – 56.2 მლნ (ზრდა – 130%), კორპორატიული ბაზრის სეგმენტმა 40,5 მლნ. (ზრდა - 83%). კვლევაში საცალო და კორპორატიული ბაზარზე არსებული პროცესებია განხილული -როგორც ერთიანი პროდუქციული ბაზარი. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების სეგმენტს - 2019 წელს მისი მოცულობა 9.1 მლნ. ლარი იყო (ზრდა 2015 წლიდან – 18%).

„2015 წელს ავტოდაზღვევის ბაზარზე მოქმედებდა 13 ეკონომიკურმა აგენტი, 2019 წელს 16-ია. ამავე პერიოდში, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი (ჰერფინდალ–ფირშმანის ინდექსი HHI) 2441 ერთეულიდან 1679 ერთეულამდე შემცირდა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. მოცემულ პერიოდში, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების წილობრივი გადანაწილება ცვალებადია. სახეზეა მსხვილი კომპანიების საბაზრო წილის შემცირება და პირველ ,,სამეულში’’ შემადგენლობის ცვლილება, გაზრდილია ,,სამეულს’’ გარეთ მყოფი კომპანიების ჯამური წილის ზრდა ბაზრის მოცულობაში. კვლევის მიხედვით, მოცემულ ბაზარზე ფიქსირდება შესვლის მაღალი ბარიერები, თუმცა ეს ბარიერები თანაბრად ვრცელდება ყველა არსებულ და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტზე, რაც არადისკრიმინაციულობის, თანაბარზომიერების და პროპორციულობის მაჩვენებელია.

2015–2019 წლებში, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1,106 მლნ ერთეულიდან 1,376 მლნ ერთეულამდე გაიზარდა (ზრდა – 24,5%). ამის პარალელურად, სადაზღვევო კომპანიების მიერ გაყიდული პოლისების მოცულობა 79 ათასიდან 143 ათას ერთეულამდეა გაზრდილი (ზრდა – 81%). 2015 წელს დაზღვეული ავტომობილების წილი მთლიანი ავტოპარკის 7,15% შეადგენდა, 2019 წელს კი 10,4% შეადგინა.

მონიტორინგის ანგარიშის შეფასებით, მოცემულ პერიოდში, ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიების საბაზრო წილები არ გამოირჩეოდა სტაბილურობით. მსხვილი კომპანიების საერთო წილი ბაზარზე გაიზარდა 2016–2017 წლებში, თუმცა 2018–2019 წლებში ბაზრის მთლიანი მოცულობის ზრდის პარალელურად შემცირდა. ეს უკანასკნელი კავშირშია ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიების საბაზრო წილების ზრდასთან, რაც, ასევე, აისახა მათ მიერ, საერთო ჯამში, მოზიდული პრემიების ზრდაშიც.

,,ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიების წილობრივი განაწილების, მათი საერთო წილის შემცირების ტრენდის, ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიების რაოდენობრივი ზრდის და ამავე კომპანიების საბაზრო წილების, ისევე როგორც მოზიდული პრემიის მაჩვენებლის ზრდის გათვალისწინებით – შესაბამის ბაზარზე ადგილი აქვს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას. ასევე, აღსანიშნავია, დაზღვეული ავტომობილების დაბალი წილი (10,4%), რაც ბაზარს განვითარების მაღალ პოტენციალზე მიუთითებს, ბაზარზე ფიქსირდებოდა ახალი კომპანიების შემოსვლა. მათ მიერ მოზიდული პრემიის ზრდა გამოწვეული იყო აქტიური მარკეტინგული კამპანიების საშუალებით ახალი მომხმარებლების მოზიდვით“, – აღნიშნავს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზარზე არ გამოიკვეთა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. მონიტორინგის ფარგლებში, გამოკვლეული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2015-2019 წლებში შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან.

კონკურენციის სააგენტომ, 2020 წლის იანვარ – მაისში, მიმდინარე 7 მონიტორინგიდან - 4 უკვე დაასრულა (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, ჩვილ ბავშვთა კვების, რითეილის და ავტოდაზღვევის ბაზრები). მიმდინარეობს პურ–პროდუქტების, ფარმაციის და საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, დასრულდა ერთი მოკვლევა და მიმდინარეა სამი,”-ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური კვლევა იხილეთ ბმულზე.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას