ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი კონგრესმენების მოხსენებაზე - ეს არის მინიშნება, რომ სანქციები შეიძლება რეალური გახდეს და შეიძლება, საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს

ეს დოკუმენტი არის მინიშნება, რომ სანქციები შეიძლება რეალური გახდეს და რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს. საქართველოს მმართველი ელიტის ადგილზე ასეთი დაჯერებული არ ვიქნებოდი,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა, რითაც 13 ამერიკელი კონგრესმენის ხელმოწერილი დოკუმენტი შეაფასა, სადაც წერია, რომ „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“

ბატიაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი გაფრთხილებაა და „სირაქლების პოზიციის დაკავება აღარ გამოვა“.

„ეს დოკუმენტი არის გაგრძელება იმ ცნობილი წერილების, რომელიც ვნახეთ, მაგრამ განსხვავებით ძველი წერილებისა, ეს არის უკვე გუნდი კანონმდებლების, რომელიც თავის სათქმელს უკვე დოკუმენტის სახით ამბობს და ამას კვლევის სახე აქვს. დიდი ალბათობით ეს გაგრძელდება კიდევ, ამით არ გაჩერდება. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არიან მხოლოდ „რესპუბლიკელები“, თუმცა „დემოკრატებიც“ შეიძლება დაემატოს ამას და უფრო ფართო სახე მიიღოს.

ეს არის მინიშნება იმაზე, რომ სანქციები შეიძლება ძალიან რეალური გახდეს და მინიშნება არის იმაზე, რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს. საქართველოს მმართველი ელიტის ადგილზე ასეთი დაჯერებული არ ვიქნებოდი, როგორ განცხადებებსაც ისინი აკეთებენ, რომ „ჩვენ 100%-ით გავიმარჯვებთ“. როგორც ჩანს, ეს ასე ვერ იქნება და ეს დოკუმენტი ამის ერთ-ერთი ნიშანი და გაფრთხილებაა და არის ყურადსაღები ინფორმაციაა. რა თქმა უნდა, რუსეთს გავლენის წინააღმდეგ ამერიკელი კანონმდებლები ყოველთვის გამოდიოდნენ და ეს არის, ასე ვთქვათ, მკაფიო და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომლის არგათვალისწინება და რომლის, ხშირ შემთხვევაში, აგდებული დამოკიდებულება აღარ შეიძლება და ჯობია, ადამიანებმა რეალურად შეაფასონ სიტუაცია, რა ხდება მათ გარშემო, ქვეყნის გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში. სირაქლების პოზიციის დაკავება აღარ გამოვა.

ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და მის მიმართ ასეთი ბრალდებები და ასეთი გეგმები იმოქმედებს მმართველ პარტიაზე და მის რეიტინგსაც ურტყამს“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა